Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად

ხვანჭკარა 2024

75.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: რაჭა
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 11.5%
ფერი: წითელი

აღწერა

ხვანჭკარა (2024). წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო რაჭიდან (ალექსანდროული, მუჯურეთული). ხასიათდება მუქი ლალისფერითა და ჟოლოს, მაყვლისა და კოწახურის მდიდარი არომატით. გემოზე გამოირჩევა სიხალისითა და სიტკბო-სიმჟავის დახვეწილი ბალანსით. უხდება სტეიკს, მწვადსა და ხორციან სალათებს.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 8 ღვინო

მილდიანი

კახეთი

„საოჯახო მეღვინეობა მილდიანი“ — 1991 წელს ოთხი ძმის მიერ დაფუძნებული ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია. მარანი აერთიანებს მდიდარ ტრადიციებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საკუთარ ვენახებს კახეთის გამორჩეულ მიკროზონებში (მათ შორის წინანდალში).

კომპანიის საქმიანობა ღვინის ექსპორტით დაიწყო, რასაც მცხეთაში საკუთარი ჩამოსასხმელი საწარმოსა და კერამიკის საამქროს აშენება მოჰყვა. „მილდიანი“ გახდა პირველი კომპანია პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელმაც ღვინო კომერციული მიზნით თიხის ბოთლებში ჩამოასხა. მოგვიანებით წინანდალში აშენდა თანამედროვე იტალიური დანადგარებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა. აღსანიშნავია, რომ „მილდიანის“ 2002 წლის მოსავლის საფერავი იყო პირველი ქართული ღვინო, რომელმაც პოსტსაბჭოთა პერიოდში (2004 წელს პარიზის კონკურსზე Vinalies Internationales) ვერცხლის მედალი მოიპოვა.