Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინო / საფერავი ქვევრი 2022

საფერავი ქვევრი 2022

45.00 GEL
არ არის მარაგში
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: საფერავი
დაყენების მეთოდი: ქვევრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13.5%
მოსავლის წელი: 2022
SKU: 4860117950041
ფერი: წითელი

აღწერა

„საფერავი“ (2022) — კახური წითელი მშრალი ღვინოა, დაყენებული ტრადიციული ქვევრის მეთოდით. გამოირჩევა მუქი ალუბლისფერი შეფერილობით, მოცხარისა და ქლიავის ჩირის არომატებით, სავსე სხეულითა და გამოხატული ტანინებით.

მეღვინეობის შესახებ 7 ღვინო

ბაბუნიძის ღვინოები

კახეთი

„ბაბუნიძის ღვინოები“ თელავში, სოფელ კურდღელაურში მდებარე მცირე საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც მხოლოდ ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინოების წარმოებაზეა ორიენტირებული. მეღვინეობა ფლობს 10 ჰექტარ ვენახს კახეთში და ყურძენს ჭაჭაზე 5–6 თვის განმავლობაში ავარგებს.

ბაბუნიძეების ოჯახი ტრადიციებით მეღვინეები არიან — მათი წინაპარი, იოსებ ბაბუნიძე, ერთ-ერთი პირველი ქართველი მეღვინე იყო, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს ქართული ღვინო ევროპულ ბაზარზე გაიტანა და 1885 წელს თელავში ღვინის ქარხანა დააარსა. თანამედროვე მარანი კი 2016 წელს დააფუძნა მეღვინე გიორგი ბაბუნიძემ, რომელმაც განათლება საქართველოსა და გერმანიაში მიიღო. დღეს მეღვინეობა აგრძელებს საუკუნოვან საოჯახო ტრადიციას და 120 წლის წინ ჩაყრილი ვენახებიდანაც კი აწარმოებს უნიკალურ ქვევრის ღვინოებს, მათ შორის საფერავს, რქაწითელს, ხიხვსა და ქისს.