აღწერა
კლასიკური მეთოდით დამზადებული ვარდისფერი მშრალი ღვინო „ჩხავერი ჩქეფი როზე“ (2021) გურიიდან, ჩოხატაურის სოფელ ამაღლებიდან. ხასიათდება ორაგულისფერი შეფერილობით, კოწახურის, ტკბილი ხილისა და ყვავილების არომატით. გემოზე არის საშუალო სხეულის, ცოცხალი და გამოირჩევა ხალისიანი, მაღალი სიმჟავით.
ჩხავერი ჩქეფი როზე 2021

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„მევენახეობა დოლიძე“ არის პრემიუმ კლასის საოჯახო მარანი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში. მარანი ორიენტირებულია მივიწყებული, უნიკალური გურული ენდემური ვაზის ჯიშების აღდგენასა და მათგან მაღალი ხარისხის, გამორჩეული ღვინოების შექმნაზე. აქ მზადდება ისეთი იშვიათი და ტრადიციული ღვინოები, როგორებიცაა ჩხავერი (როზე და ქვევრი), სხილათუბანი, საკმიელა, ცოლიკაური და ციცქა.
მარნის შექმნის იდეა სათავეს იღებს ოჯახური ტრადიციებიდან და მხარის უსაზღვრო სიყვარულიდან. დამფუძნებლის, ამირან დოლიძის უდიდესი სურვილი — გაცოცხლებულიყო გურიის მეღვინეობის ძველი დიდება — რეალობად იქცა, როდესაც სოფელ შუა ამაღლებაში ახალი ვენახები გაშენდა. „დოლიძის ვენახები“ ორგანულად აერთიანებს გურული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქვევრის ტრადიციულ მეთოდებსა და თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებს, რითაც ახალ სიცოცხლეს სძენს დასავლეთ საქართველოს მეღვინეობის კულტურას.