აღწერა
როზე ცოლიკოური • ალექსანდროული (2025). კლასიკური ნახევრად მშრალი ვარდისფერი ღვინო რაჭიდან. გამოირჩევა კოწახურის, ტკბილი ხილისა და ყვავილების ნაზი არომატებით. გემოზე არის ხალასი, ცინცხალი მჟავიანობით, დაბალანსებული სიტკბოთი და მსუბუქი დაბოლოებით.
როზე ცოლიკაური • ალექსანდროული 2025
აღწერა
როზე ცოლიკოური • ალექსანდროული (2025). კლასიკური ნახევრად მშრალი ვარდისფერი ღვინო რაჭიდან. გამოირჩევა კოწახურის, ტკბილი ხილისა და ყვავილების ნაზი არომატებით. გემოზე არის ხალასი, ცინცხალი მჟავიანობით, დაბალანსებული სიტკბოთი და მსუბუქი დაბოლოებით.
ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
ღვინის კომპანია „როიალ ხვანჭკარა“ (Royal Khvanchkara) დაარსდა 2015 წელს და მიზნად ისახავს რაჭული მევენახეობა-მეღვინეობის მდიდარი კულტურის აღორძინებასა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებას. კომპანია ფლობს 18 ჰექტარ ვენახს რაჭის ხუთ გამორჩეულ სოფელში და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს პრემიუმ კლასის უნიკალურ ქართულ ღვინოებს.
რაჭული ღვინის საერთაშორისო აღიარება XIX საუკუნის 80-იან წლებში იწყება, როდესაც თავადებმა დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანებმა ადგილობრივი ტრადიციული მეთოდები სრულყვეს. მათ „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ყურძნის ჯიშებისგან, არასრული დუღილის გზით, შექმნეს ლეგენდარული ნახევრადტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც თავდაპირველად „ყიფიანის ღვინო“ ეწოდებოდა. 1907 წელს, ბელგიის ქალაქ ოსტენდში გამართულ გამოფენაზე, ამ ღვინომ უმაღლესი ჯილდო — გრან-პრი მოიპოვა. საბჭოთა პერიოდში წარმოება ნაციონალიზებულ იქნა, ღვინოს კი სახელი შეეცვალა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით „ხვანჭკარა“ ეწოდა. დღეს „როიალ ხვანჭკარა“ ამ ისტორიული მარნის ბაზაზე აგრძელებს ყიფიანების ტრადიციულ მემკვიდრეობას.