აღწერა
კლასიკური მეთოდით დამზადებული ვარდისფერი ნახევრად ტკბილი ღვინო „როზე“ (2024). ხასიათდება ნაზი ვარდისფერი შეფერილობით, წითელი კენკრისა და მწიფე ხილის ცოცხალი არომატით. გემოზე არის მსუბუქი, ხალისიანი, სადაც სასიამოვნო სიტკბო იდეალურად აბალანსებს მჟავიანობას.
როზე ნახევრად ტკბილი 2024

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„ავთანდილის მეღვინეობა“ — კახური ბუტიკური მარანი სოფელ კარდანახიდან, რომელიც ავთანდილ ირომაშვილმა 2021 წელს დააფუძნა. მარანი აწარმოებს მაღალი ხარისხის ქვევრისა და კლასიკურ ღვინოებს კარდანახის, ახოებისა და წარაფის გამორჩეული მიკროზონებიდან.
ბრენდი ოფიციალურად 2021 წელს ჩამოყალიბდა და ორიენტირებულია ადგილწარმოშობის ღვინოების შექმნაზე. მცირე საოჯახო წარმოება წლიურად 3,000–4,000 ბოთლს უშვებს, თუმცა ვენახების ეტაპობრივი გაშენებით წარმადობის გაზრდას 100 ტონამდე გეგმავს. ადგილობრივ ბაზართან ერთად მარანმა აქტიურად დაიწყო საექსპორტო არეალის გაფართოება ევროპაში (იტალია, გერმანია). ასორტიმენტშია: „წარაფი“, „ქვევრის რქაწითელი“, „საფერავი“, „ქვევრის ალადასტური“, „ალადასტური როზე“ და ბუნებრივად ტკბილი „გვიანი მოსავალი“.