Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად

ზიგუ შემაგრებული 2014

95.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
დაყენების მეთოდი: კლასიკური / მუხის კასრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 19%
ფერი: წითელი

აღწერა

უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილი სასმელი, რომლის დასამზადებლადაც გამოყენებულია „შუმის“ მუზეუმ-ვენახში მოყვანილი 300-ზე მეტი ქართული და მსოფლიო ვაზის ჯიშის ყურძენი.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 8 ღვინო

მეღვინეობა შუმი

კახეთი

„მეღვინეობა შუმი“ — საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ისტორიული მეღვინეობა კახეთში, სოფელ წინანდალში. კომპანია აწარმოებს ექსკლუზიურ, პრემიუმ კლასის ქვევრისა და კლასიკურ ღვინოებს, ფლობს უნიკალურ ენოტურისტულ კომპლექსს და ვაზისა და ღვინის პირველ კერძო მუზეუმს — „ვაზიონს“.

კომპანია 1997 წელს დაარსდა წინანდლის ისტორიულ მიკროზონაში. სიტყვა „შუმი“ ძველ ქართულად გაუზავებელ, ნამდვილ და საუკეთესო ღვინოს ნიშნავს. მეღვინეობა ფლობს საკუთარ ვენახებს საქართველოს ყველა მთავარ მიკროზონაში და ცნობილია ვაზის გენოფონდის შენარჩუნებით — მუზეუმ „ვაზიონში“ თავმოყრილია 300-ზე მეტი ქართული და 100-ზე მეტი უცხოური ვაზის იშვიათი ჯიში. „შუმის“ ღვინოებს მოპოვებული აქვს ასობით ოქროსა და ვერცხლის მედალი საერთაშორისო კონკურსებზე.