Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / როზე / ლალისფერი ნახევრად მშრალი 2023

ლალისფერი ნახევრად მშრალი 2023

27.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: საფერავი
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 14.5%
ფერი: როზე

აღწერა

კლასიკური მეთოდით საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ვარდისფერი ნახევრად მშრალი ღვინო „როზე“ (2023). ხასიათდება მკაფიო ლალისფერი (ღია ალუბლისფერი) შეფერილობით, წითელი კენკრისა და მწიფე ხილის არომატით. გემოზე არის რბილი, ხალისიანი და დაბალანსებული სიტკბოთი.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 12 ღვინო

კარდანახი 1888

კახეთი

2014 წელს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მეღვინეობის ცენტრში — სოფელ კარდანახში, დაფუძნდა კომპანია „კარდანახი 1888“.

საწარმო ფლობს 16 ჰექტარ სრულყოფილ ვენახს, სადაც წარმოდგენილია როგორც ტრადიციული ქართული, ისე საუკეთესო ევროპული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება:

ქართული ჯიშები: რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, კისი, ჩიტისტვალა ბოდბური, მწვანე კახური მწვივანი და საფერავი.

ევროპული ჯიშები: შარდონე, მუსკატი, მერლო, კაბერნე სოვინიონი და პეტიტ ვერდო.

კომპანიის ვენახები გაშენებულია განსაკუთრებული მიკროკლიმატით ცნობილ ახოებისა და ცარაფის დასახელების ადგილის ზონებში, რაც იდეალურ პირობებს ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად.

მსგავსი ღვინოები