აღწერა
კლასიკური მეთოდით დამზადებული თეთრი მშრალი ღვინო „მუსკატი“ (2022). ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით, მუსკატისთვის დამახასიათებელი ციტრუსის, ნესვისა და მინდვრის ყვავილების ნაზი არომატით. გემოზე არის მსუბუქი, ცოცხალი, დაბალანსებული და ხალისიანი მჟავიანობით.
მუსკატი 2022

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
2014 წელს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მეღვინეობის ცენტრში — სოფელ კარდანახში, დაფუძნდა კომპანია „კარდანახი 1888“.
საწარმო ფლობს 16 ჰექტარ სრულყოფილ ვენახს, სადაც წარმოდგენილია როგორც ტრადიციული ქართული, ისე საუკეთესო ევროპული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება:
ქართული ჯიშები: რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, კისი, ჩიტისტვალა ბოდბური, მწვანე კახური მწვივანი და საფერავი.
ევროპული ჯიშები: შარდონე, მუსკატი, მერლო, კაბერნე სოვინიონი და პეტიტ ვერდო.
კომპანიის ვენახები გაშენებულია განსაკუთრებული მიკროკლიმატით ცნობილ ახოებისა და ცარაფის დასახელების ადგილის ზონებში, რაც იდეალურ პირობებს ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად.