Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად

ტურფა 2022

25.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: მუსკატი, შარდონე
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13.4%
ფერი: თეთრი

აღწერა

კლასიკური მეთოდით დამზადებული თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო „მუსკატი • შარდონე“ (2022) კახეთიდან, კარდენახის მიკროზონიდან. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით, მინდვრის ყვავილებისა და მწიფე ტროპიკული ხილის არომატით. გემოზე არის მსუბუქი სხეულის, დაბალანსებული და ხასიათდება ხანგრძლივი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 12 ღვინო

კარდანახი 1888

კახეთი

2014 წელს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მეღვინეობის ცენტრში — სოფელ კარდანახში, დაფუძნდა კომპანია „კარდანახი 1888“.

საწარმო ფლობს 16 ჰექტარ სრულყოფილ ვენახს, სადაც წარმოდგენილია როგორც ტრადიციული ქართული, ისე საუკეთესო ევროპული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება:

ქართული ჯიშები: რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, კისი, ჩიტისტვალა ბოდბური, მწვანე კახური მწვივანი და საფერავი.

ევროპული ჯიშები: შარდონე, მუსკატი, მერლო, კაბერნე სოვინიონი და პეტიტ ვერდო.

კომპანიის ვენახები გაშენებულია განსაკუთრებული მიკროკლიმატით ცნობილ ახოებისა და ცარაფის დასახელების ადგილის ზონებში, რაც იდეალურ პირობებს ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად.