აღწერა
ქვევრის ტრადიციული მეთოდით დამზადებული მშრალი ქარვისფერი ღვინო „წარაფი“ (2020) კახეთიდან. ხასიათდება ღრმა ქარვისფერი შეფერილობით, ჩირის, მოხალული თხილისა და სანელებლების მდიდარი არომატით. გემოზე არის სრულსხეულიანი, სტრუქტურული, მკაფიო ტანინებითა და ხანგრძლივი, კომპლექსური დაბოლოებით.
წარაფი 2020

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
2014 წელს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მეღვინეობის ცენტრში — სოფელ კარდანახში, დაფუძნდა კომპანია „კარდანახი 1888“.
საწარმო ფლობს 16 ჰექტარ სრულყოფილ ვენახს, სადაც წარმოდგენილია როგორც ტრადიციული ქართული, ისე საუკეთესო ევროპული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება:
ქართული ჯიშები: რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, კისი, ჩიტისტვალა ბოდბური, მწვანე კახური მწვივანი და საფერავი.
ევროპული ჯიშები: შარდონე, მუსკატი, მერლო, კაბერნე სოვინიონი და პეტიტ ვერდო.
კომპანიის ვენახები გაშენებულია განსაკუთრებული მიკროკლიმატით ცნობილ ახოებისა და ცარაფის დასახელების ადგილის ზონებში, რაც იდეალურ პირობებს ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად.