Wine Store Orbeliani
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინოები / ნაფარეული წითელი 2019
მეღვინეობა: კონჭო

ნაფარეული წითელი 2019

30.00 GEL
მარაგშია
რეგიონიკახეთი
ყურძნის ჯიშისაფერავი
დაყენების მეთოდიკლასიკური / მუხის კასრი
მოცულობა0.75 L
ალკოჰოლი13%
SKU4867601703664
1

აღწერა

„ნაფარეული“ (2019) — კლასიკური წითელი მშრალი ღვინოა საფერავისგან, დავარგებული მუხის კასრში. გამოირჩევა მუქი ლალისფერი შეფერილობით, შავი კენკრისა და ვანილის მდიდარი არომატით, ასევე სრული, დაბალანსებული და ხავერდოვანი გემოთი.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ

კონჭო

კახეთი
18 ღვინო

„კონჭო და კომპანია“ — ელიტარული ქართული ღვინის მწარმოებელი მარანი ყვარელში, „კორპორაცია ქინძმარაულის“ შვილობილი კომპანია. მარანი ფლობს ვენახებს ყვარლისა და ქინძმარაულის გამორჩეულ მიკროზონებში, მდინარე დურუჯის შავი ფიქალით მდიდარ ნიადაგებზე, და ორიენტირებულია პრემიუმ ხარისხის ღვინოების შექმნასა და იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშების აღორძინებაზე.

კონჭოშვილების მარნის ისტორია 1737 წლიდან იწყება, როდესაც კახეთის მეფე თეიმურაზ II-ის ინოხმა, კახაბერ კონჭოშვილმა, საფუძველი ჩაუყარა ტრადიციულ საოჯახო მეღვინეობას (სიტყვა „კონჭო“ ძველ ქართულად ჯვარს ნიშნავს). 2001 წელს „კორპორაცია ქინძმარაულმა“ დააფუძნა შპს „კონჭო და კომპანია“, რამაც ისტორიულ ტრადიციას თანამედროვე მასშტაბი შესძინა. დღეს კომპანიის ღვინოები მსოფლიოს 15 ქვეყანაში იყიდება სლოგანით — „აღმატებული ხარისხი“.

მსგავსი ღვინოები