Wine Store Orbeliani

ცოლიკოური 2023

53.10 GEL
არ არის მარაგში
რეგიონი: იმერეთი
ყურძნის ჯიში: ცოლიკაური
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 12.7%
SKU: 0400

აღწერა

ცოლიკოური (2023). თეთრი მშრალი ღვინო სოფელ ობჩიდან (იმერეთი), ღია ჩალისფერი შეფერილობით. გამოირჩევა ციტრუსისა და ნაზი ტროპიკული ხილის ცოცხალი არომატებით. გემოზე არის ხალასი, სასიამოვნო, ცინცხალი მჟავიანობითა და სუფთა დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 13 ღვინო

ფერაძის მეღვინეობა

ქართლი

„მეღვინეობა ფერაძე“— პრემიუმ კლასის ქართული მარანი მცხეთაში (არმაზი), რომელიც ირაკლი ფერაძემ 2017 წელს დააფუძნა. მარანი აწარმოებს 15 სახეობის გამორჩეულ ღვინოს კახეთის, შიდა ქართლისა და იმერეთის რჩეული ყურძნის ჯიშებისგან, აერთიანებს 8000-წლიან ქართულ ტრადიციებსა და ევროპულ ტექნოლოგიებს.

მარანი საოჯახო ინიციატივით 2017 წელს შეიქმნა და საწყის ეტაპზე წლიურად 10,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებდა. მაღალი ხარისხისა და მზარდი მოთხოვნის შედეგად, 2024 წელს კომპანიამ არმაზში გახსნა ულტრათანამედროვე საწარმოო კომპლექსი, რომელიც მოიცავს ღვინის ქარხანას, მარანს, ლაბორატორიას, სადეგუსტაციო სივრცესა და მაღაზიას. დღეს წარმოება წლიურად 80,000–100,000 ბოთლს აღწევს და მნიშვნელოვან ენოტურისტულ ცენტრს წარმოადგენს.