Wine Store Orbeliani

უსახელაური 2025

187.50 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: რაჭა
ყურძნის ჯიში: უსახელაური
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 12%
SKU: 4860001320301

აღწერა

უსახელაური (2025). ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო რაჭა-ლეჩხუმიდან, ინტენსიური ლალისფერი შეფერილობითა და მოლურჯო ელფერით. გამოირჩევა შავი ქლიავის, ალუბლის, შავი მოცხარისა და ძირტკბილას მდიდარი არომატებით. გემოზე არის ხავერდოვანი, დაბალანსებული, ნაზი ბუნებრივი სიტკბოთი და ელეგანტური დაბოლოები

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 3 ღვინო

როიალ ხვანჭკარა

რაჭა

ღვინის კომპანია „როიალ ხვანჭკარა“ (Royal Khvanchkara) დაარსდა 2015 წელს და მიზნად ისახავს რაჭული მევენახეობა-მეღვინეობის მდიდარი კულტურის აღორძინებასა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებას. კომპანია ფლობს 18 ჰექტარ ვენახს რაჭის ხუთ გამორჩეულ სოფელში და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს პრემიუმ კლასის უნიკალურ ქართულ ღვინოებს.

რაჭული ღვინის საერთაშორისო აღიარება XIX საუკუნის 80-იან წლებში იწყება, როდესაც თავადებმა დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანებმა ადგილობრივი ტრადიციული მეთოდები სრულყვეს. მათ „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ყურძნის ჯიშებისგან, არასრული დუღილის გზით, შექმნეს ლეგენდარული ნახევრადტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც თავდაპირველად „ყიფიანის ღვინო“ ეწოდებოდა. 1907 წელს, ბელგიის ქალაქ ოსტენდში გამართულ გამოფენაზე, ამ ღვინომ უმაღლესი ჯილდო — გრან-პრი მოიპოვა. საბჭოთა პერიოდში წარმოება ნაციონალიზებულ იქნა, ღვინოს კი სახელი შეეცვალა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით „ხვანჭკარა“ ეწოდა. დღეს „როიალ ხვანჭკარა“ ამ ისტორიული მარნის ბაზაზე აგრძელებს ყიფიანების ტრადიციულ მემკვიდრეობას.