Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად

ცოლიკოური 2023

56.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: ლეჩხუმი
ყურძნის ჯიში: ცოლიკაური
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 12.5%
ფერი: თეთრი

აღწერა

ცოლიკაური (2023). თეთრი მშრალი ღვინო ლეჩხუმიდან (ცაგერი), დამზადებული ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან კლასიკური მეთოდით. ხასიათდება ჩალისფერითა და ციტრუსის არომატით. გემოზე გამოირჩევა გამოხატული, ცინცხალი მჟავიანობითა და სასიამოვნო დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 6 ღვინო

შავერდე - გულორდავას საოჯახო მეღვინეობა

კახეთი

„შავერდე“ — გულორდავების საოჯახო მეღვინეობა, რომელიც აწარმოებს ტრადიციული (ქვევრის) და კლასიკური (მათ შორის კასრში დაძველებული) მეთოდებით დამზადებულ მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოს. ბრენდის სახელი შავისა და მწვანეს ჰარმონიას უკავშირდება.

მეღვინეობა დაფუძნებულია გულორდავების ოჯახის მიერ, სადაც მეღვინეობის ტრადიცია ოსტატობასა და ბუნებრივი მეთოდების პატივისცემას ერწყმის. „შავერდე“ მომხმარებელს სთავაზობს ღვინოების ფართო არჩევანს საქართველოს სხვადასხვა კუთხის გამორჩეული ყურძნის ჯიშებისგან. ასორტიმენტშია: საფერავი, ოჯალეში, მუკუზანი, ჩინური-გორული მწვანე, ქისი, ცოლიკოური და სხვა.