Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინო / ოცხანური საფერე კასრი 2021

ოცხანური საფერე კასრი 2021

56.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: იმერეთი
ყურძნის ჯიში: ოცხანური საფერე
დაყენების მეთოდი: ქვევრი / მუხის კასრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 12.5%
ფერი: წითელი

აღწერა

ოცხანური საფერე კასრი (2021). წითელი მშრალი ღვინო, დამზადებული ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნისგან და დაძველებული მუხის კასრში. ხასიათდება მუქი ლალისფერით, ტყის კენკრისა და სუნელების მდიდარი არომატით, დაბალანსებული ცინცხალი სიმჟავით, მწიფე ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 6 ღვინო

შავერდე - გულორდავას საოჯახო მეღვინეობა

კახეთი

„შავერდე“ — გულორდავების საოჯახო მეღვინეობა, რომელიც აწარმოებს ტრადიციული (ქვევრის) და კლასიკური (მათ შორის კასრში დაძველებული) მეთოდებით დამზადებულ მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოს. ბრენდის სახელი შავისა და მწვანეს ჰარმონიას უკავშირდება.

მეღვინეობა დაფუძნებულია გულორდავების ოჯახის მიერ, სადაც მეღვინეობის ტრადიცია ოსტატობასა და ბუნებრივი მეთოდების პატივისცემას ერწყმის. „შავერდე“ მომხმარებელს სთავაზობს ღვინოების ფართო არჩევანს საქართველოს სხვადასხვა კუთხის გამორჩეული ყურძნის ჯიშებისგან. ასორტიმენტშია: საფერავი, ოჯალეში, მუკუზანი, ჩინური-გორული მწვანე, ქისი, ცოლიკოური და სხვა.