აღწერა
ოჯალეში (2023). წითელი მშრალი ღვინო სამეგრელოდან (მარტვილი), დამზადებული ოჯალეშის ჯიშის ყურძნისგან კლასიკური მეთოდით და დაძველებული მუხის კასრში. ხასიათდება ლალისფერითა და წითელი კენკრის საშუალო ინტენსივობის არომატით. გემოზე გამოირჩევა ცინცხალი მჟავიანობითა და სასიამოვნო, საშუალო დაბოლოებით.
ოჯალეში კასრი 2023

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„შავერდე“ — გულორდავების საოჯახო მეღვინეობა, რომელიც აწარმოებს ტრადიციული (ქვევრის) და კლასიკური (მათ შორის კასრში დაძველებული) მეთოდებით დამზადებულ მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოს. ბრენდის სახელი შავისა და მწვანეს ჰარმონიას უკავშირდება.
მეღვინეობა დაფუძნებულია გულორდავების ოჯახის მიერ, სადაც მეღვინეობის ტრადიცია ოსტატობასა და ბუნებრივი მეთოდების პატივისცემას ერწყმის. „შავერდე“ მომხმარებელს სთავაზობს ღვინოების ფართო არჩევანს საქართველოს სხვადასხვა კუთხის გამორჩეული ყურძნის ჯიშებისგან. ასორტიმენტშია: საფერავი, ოჯალეში, მუკუზანი, ჩინური-გორული მწვანე, ქისი, ცოლიკოური და სხვა.