აღწერა
ციცქა • ცოლიკოური ქვევრი (2019). ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული იმერული ქარვისფერი მშრალი ღვინო, მუქი ქარვისფერი შეფერილობით. გამოირჩევა ყვითელი ხილის, ჩირისა და მინდვრის ყვავილების დახვეწილი არომატებით, სხეულიანი სტრუქტურით, რბილი, დავარგებული ტანინებითა და ჰარმონიული დაბოლოებით.
ციცქა • ცოლიკოური ქვევრი 2019

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„ჭური ჩინებული“ — იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში მდებარე მცირე მარანი. მეღვინეობა აწარმოებს მაღალი ხარისხის ნატურალურ ღვინოებს ადგილობრივი, უძველესი იმერული ვაზის ჯიშებისგან როგორც ტრადიციული ჭურის (იმერული ქვევრი), ისე ევროპული მეთოდით.
მარანი დაფუძნდა იმერეთში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციის მიზნით. „ჭური ჩინებულმა“ ყურადღება გაამახვილა სვირის ისტორიული მიკროზონის აღორძინებაზე. კომპანიამ შეძლო ტრადიციული ჭურის ტექნოლოგიისა და თანამედროვე ევროპული სტანდარტების სინთეზი, რამაც საშუალება მისცა მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ადგილობრივი ჯიშებისგან (ცოლიკაური, კრახუნა, ოცხანური საფერე) დამზადებული გამორჩეული ღვინოები, ჭაჭა და ინოვაციური პროდუქტები, მათ შორის უალკოჰოლო ღვინო.