Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / თეთრი ღვინო / ქისი ქვევრი სპეც რეზერვი 2019

ქისი ქვევრი სპეც რეზერვი 2019

84.50 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: ქისი
დაყენების მეთოდი: ქვევრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13.5%

აღწერა

ქისი ქვევრი (2019). ქვევრის ქარვისფერი მშრალი ღვინო კახეთიდან. ხასიათდება ელვარე ქარვისფერითა და თეთრი ხილის ჩირის, შემწვარი კომშის, თივისა და სანელებლების მდიდარი არომატით. გემოზე სხეულიანია, რბილი, მწიფე ტანინებითა და ხავერდოვანი, ხანგრძლივი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 8 ღვინო

მილდიანი

კახეთი

„საოჯახო მეღვინეობა მილდიანი“ — 1991 წელს ოთხი ძმის მიერ დაფუძნებული ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია. მარანი აერთიანებს მდიდარ ტრადიციებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საკუთარ ვენახებს კახეთის გამორჩეულ მიკროზონებში (მათ შორის წინანდალში).

კომპანიის საქმიანობა ღვინის ექსპორტით დაიწყო, რასაც მცხეთაში საკუთარი ჩამოსასხმელი საწარმოსა და კერამიკის საამქროს აშენება მოჰყვა. „მილდიანი“ გახდა პირველი კომპანია პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელმაც ღვინო კომერციული მიზნით თიხის ბოთლებში ჩამოასხა. მოგვიანებით წინანდალში აშენდა თანამედროვე იტალიური დანადგარებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა. აღსანიშნავია, რომ „მილდიანის“ 2002 წლის მოსავლის საფერავი იყო პირველი ქართული ღვინო, რომელმაც პოსტსაბჭოთა პერიოდში (2004 წელს პარიზის კონკურსზე Vinalies Internationales) ვერცხლის მედალი მოიპოვა.