„საოჯახო მეღვინეობა მილდიანი“ — 1991 წელს ოთხი ძმის მიერ დაფუძნებული ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია. მარანი აერთიანებს მდიდარ ტრადიციებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საკუთარ ვენახებს კახეთის გამორჩეულ მიკროზონებში (მათ შორის წინანდალში).
ისტორია
კომპანიის საქმიანობა ღვინის ექსპორტით დაიწყო, რასაც მცხეთაში საკუთარი ჩამოსასხმელი საწარმოსა და კერამიკის საამქროს აშენება მოჰყვა. „მილდიანი“ გახდა პირველი კომპანია პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელმაც ღვინო კომერციული მიზნით თიხის ბოთლებში ჩამოასხა. მოგვიანებით წინანდალში აშენდა თანამედროვე იტალიური დანადგარებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა. აღსანიშნავია, რომ „მილდიანის“ 2002 წლის მოსავლის საფერავი იყო პირველი ქართული ღვინო, რომელმაც პოსტსაბჭოთა პერიოდში (2004 წელს პარიზის კონკურსზე Vinalies Internationales) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პროდუქცია 8
ყველა კატალოგშისხვა მეღვინეობები
ყველა მეღვინეობაკონჭო და კომპანია
კახეთი „კონჭო და კომპანია“ — ელიტარული ქართული ღვინის მწარმოებელი მარანი ყვარელში, „კორპორაცია ქინძმარაულის“ შვილობილი კომპანია. მარან… 19 ღვინო
კახეთი