აღწერა
საფერავი ქვევრი (2015). დავარგებული ქვევრის წითელი მშრალი ღვინო კახეთიდან. ხასიათდება შინდისფერითა და ქლიავის, კენკრის, თამბაქოსა და სუნელების მდიდარი არომატით. სხეულიანია, ძლიერი ტანინებით. უხდება მწვადს, ცხარე ხორციან კერძებსა და კუბდარს.
საფერავი ქვევრი 2015

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„საოჯახო მეღვინეობა მილდიანი“ — 1991 წელს ოთხი ძმის მიერ დაფუძნებული ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია. მარანი აერთიანებს მდიდარ ტრადიციებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საკუთარ ვენახებს კახეთის გამორჩეულ მიკროზონებში (მათ შორის წინანდალში).
კომპანიის საქმიანობა ღვინის ექსპორტით დაიწყო, რასაც მცხეთაში საკუთარი ჩამოსასხმელი საწარმოსა და კერამიკის საამქროს აშენება მოჰყვა. „მილდიანი“ გახდა პირველი კომპანია პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელმაც ღვინო კომერციული მიზნით თიხის ბოთლებში ჩამოასხა. მოგვიანებით წინანდალში აშენდა თანამედროვე იტალიური დანადგარებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა. აღსანიშნავია, რომ „მილდიანის“ 2002 წლის მოსავლის საფერავი იყო პირველი ქართული ღვინო, რომელმაც პოსტსაბჭოთა პერიოდში (2004 წელს პარიზის კონკურსზე Vinalies Internationales) ვერცხლის მედალი მოიპოვა.