Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / საფერავი

საფერავი

ფასის დიაპაზონი GEL

ქართული წითელყურძნიანი საღვინე ჯიშის ვაზი საფერავი ზოგად ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის, მაგრამ წარმომავლობით კახური უნდა იყოს.

ვრცლად
  • 115 ღვინო კოლექციაში
ქვევრი

საფერავი 2021

გოგლას ღვინო
წითელი მშრალი 13.0%
ქვევრი

საფერავი 2024

ვინო პეტრა
წითელი მშრალი 13.0%
არ არის მარაგში ქვევრი
არ არის მარაგში ქვევრი

საფერავი ქვევრი 2015

შატო სვანიძე
წითელი მშრალი 13.0%
არ არის მარაგში
არ არის მარაგში
არ არის მარაგში
ღვინის შესახებ

საფერავი

ღვინოების ნახვა

ქართული წითელყურძნიანი საღვინე ჯიშის ვაზი საფერავი ზოგად ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის, მაგრამ წარმომავლობით კახური უნდა იყოს. თუმცა ამის დოკუმენტურად დამადასტურებელი ცნობები არ არსებობს, არავინ იცის, როდის შეიქმნა ეს ჯიში და რომელ მხარეში დაიწყო მისი მოშენება. მიუხედავად ამისა, მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ, მისი სიმდიდრე ვარიაციებით იძლევა დასკვნის არგუმენტს, რომ საფერავის ჯიში რამდენიმე ათასი წლისაა და თითქმის მთელ საქართველოში იყო გავრცელებული.

არსებობს მოსაზრებაც, რომ საფერავი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან – ძველი კოლხეთიდან უნდა მოდიოდეს და შემდეგ, ქართლზე გავლით, XVII საუკუნის ბოლოს დამკვიდრებულა კახეთში. ამ მოსაზრებას მეცნიერები ჯიშის ბოტანიკური ნიშნებით ამყარებენ (ფოთლის ქვედა მხარის სქელი ქეჩისებრი შებუსვა და სხვა ნიშნები).

საფერავი ორი სახეობისაა დიდი და პატარა საფერავი. მევენახე მეცნიერები „მამალ“ და „დედალ საფერავსაც“ გამოარჩევენ.

კახეთში „განჯური საფერავიც“ ყოფილა გავრცელებული. მაღალი მოსავლიანობის, შაქრის დიდი შემცველობისა და ფერის ინტენსივობით ვაზის ძვირფას ჯიშად მიიჩნევა და ეს არ არის სუფრის ყურძენი. საფერავისგან დაყენებული წითელი ღვინო სურნელით, ფერითა და სიმაგრით გამოირჩევა. იყენებენ სხვა ღვინოების გაუმჯობესებისა და შეფერადებისთვისაც.

საფერავის ვაზი დაავადებებისა და ყინვის მიმართ გამძლეობით გამოირჩევა. მეცნიერების დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ -27C ტემპერატურაზეც კი კვირტების მხოლოდ 26% დაზიანდა.

საფერავი და საკვები

საფერავის ჯიშის ყურძნის ღვინო თავისი ინტენსიური გემოვნური თვისებებითა და არომატებით ბევრ კერძთან მეგობრობს. ასეთ ღვინოს განსაკუთრებით უხდება დაძველებული ყველი, შამფურზე შემწვარი მწვადი, სტეიკი და სხვა ხორცეული პროდუქტები. ძალიან სასიამოვნოდ ეხამება დესერტებსა და ხილს.