Wine Store Orbeliani
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინოები / საფერავი პრემიუმი 2020
მეღვინეობა: კონჭო

საფერავი პრემიუმი 2020

119.00 GEL
მარაგშია
რეგიონიკახეთი
ყურძნის ჯიშისაფერავი
დაყენების მეთოდიკლასიკური
მოცულობა0.75 L
ალკოჰოლი13.5%
SKU4860105980548
1

აღწერა

„საფერავი პრემიუმი“ (2020) — კლასიკური წითელი მშრალი ღვინოა. გამოირჩევა ბროწეულისფერი შეფერილობით, მცენარეულობისა და წითელი მოცხარის არომატებით, ასევე ბლანტი, მდიდარი სტრუქტურით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ

კონჭო

კახეთი
18 ღვინო

„კონჭო და კომპანია“ — ელიტარული ქართული ღვინის მწარმოებელი მარანი ყვარელში, „კორპორაცია ქინძმარაულის“ შვილობილი კომპანია. მარანი ფლობს ვენახებს ყვარლისა და ქინძმარაულის გამორჩეულ მიკროზონებში, მდინარე დურუჯის შავი ფიქალით მდიდარ ნიადაგებზე, და ორიენტირებულია პრემიუმ ხარისხის ღვინოების შექმნასა და იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშების აღორძინებაზე.

კონჭოშვილების მარნის ისტორია 1737 წლიდან იწყება, როდესაც კახეთის მეფე თეიმურაზ II-ის ინოხმა, კახაბერ კონჭოშვილმა, საფუძველი ჩაუყარა ტრადიციულ საოჯახო მეღვინეობას (სიტყვა „კონჭო“ ძველ ქართულად ჯვარს ნიშნავს). 2001 წელს „კორპორაცია ქინძმარაულმა“ დააფუძნა შპს „კონჭო და კომპანია“, რამაც ისტორიულ ტრადიციას თანამედროვე მასშტაბი შესძინა. დღეს კომპანიის ღვინოები მსოფლიოს 15 ქვეყანაში იყიდება სლოგანით — „აღმატებული ხარისხი“.

მსგავსი ღვინოები