Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინო / საფერავი (სალომე) 2020

საფერავი (სალომე) 2020

270.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: საფერავი
დაყენების მეთოდი: კლასიკური / მუხის კასრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 14%
ფერი: წითელი

აღწერა

კომპლექსური და გამორჩეული წითელი მშრალი ღვინო „სალომე“, რომელიც დამზადებულია კახეთში, კომპანია „შუმის“ მიერ, საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისგან (2020 წლის მოსავალი). ღვინო დავარგებულია მუხის კასრში და ხასიათდება ღრმა ბროწეულისფერი შეფერილობით. მდიდარ ბუკეტში მკაფიოდ იგრძნობა მაყვლის არომატები.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 8 ღვინო

მეღვინეობა შუმი

კახეთი

„მეღვინეობა შუმი“ — საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ისტორიული მეღვინეობა კახეთში, სოფელ წინანდალში. კომპანია აწარმოებს ექსკლუზიურ, პრემიუმ კლასის ქვევრისა და კლასიკურ ღვინოებს, ფლობს უნიკალურ ენოტურისტულ კომპლექსს და ვაზისა და ღვინის პირველ კერძო მუზეუმს — „ვაზიონს“.

კომპანია 1997 წელს დაარსდა წინანდლის ისტორიულ მიკროზონაში. სიტყვა „შუმი“ ძველ ქართულად გაუზავებელ, ნამდვილ და საუკეთესო ღვინოს ნიშნავს. მეღვინეობა ფლობს საკუთარ ვენახებს საქართველოს ყველა მთავარ მიკროზონაში და ცნობილია ვაზის გენოფონდის შენარჩუნებით — მუზეუმ „ვაზიონში“ თავმოყრილია 300-ზე მეტი ქართული და 100-ზე მეტი უცხოური ვაზის იშვიათი ჯიში. „შუმის“ ღვინოებს მოპოვებული აქვს ასობით ოქროსა და ვერცხლის მედალი საერთაშორისო კონკურსებზე.