Wine Store Orbeliani
მთავარი / კატალოგი / როზე / ვარდისფერი საფერავი
მეღვინეობა: კონჭო

ვარდისფერი საფერავი

27.00 GEL
მარაგშია
რეგიონიკახეთი
ყურძნის ჯიშისაფერავი
დაყენების მეთოდიკლასიკური
მოცულობა0.75 L
ალკოჰოლი12.5%
SKU4867601703695
1

აღწერა

ვარდისფერი საფერავი ნაზი, ხალისიანი ღვინოა წითელი კენკრისა და ციტრუსის არომატით. გამოირჩევა ცოცხალი მჟავიანობითა და ელეგანტური დაბოლოებით. იდეალურია ზღვის პროდუქტებსა და მსუბუქ წასახემსებლებთან.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ

კონჭო

კახეთი
18 ღვინო

„კონჭო და კომპანია“ — ელიტარული ქართული ღვინის მწარმოებელი მარანი ყვარელში, „კორპორაცია ქინძმარაულის“ შვილობილი კომპანია. მარანი ფლობს ვენახებს ყვარლისა და ქინძმარაულის გამორჩეულ მიკროზონებში, მდინარე დურუჯის შავი ფიქალით მდიდარ ნიადაგებზე, და ორიენტირებულია პრემიუმ ხარისხის ღვინოების შექმნასა და იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშების აღორძინებაზე.

კონჭოშვილების მარნის ისტორია 1737 წლიდან იწყება, როდესაც კახეთის მეფე თეიმურაზ II-ის ინოხმა, კახაბერ კონჭოშვილმა, საფუძველი ჩაუყარა ტრადიციულ საოჯახო მეღვინეობას (სიტყვა „კონჭო“ ძველ ქართულად ჯვარს ნიშნავს). 2001 წელს „კორპორაცია ქინძმარაულმა“ დააფუძნა შპს „კონჭო და კომპანია“, რამაც ისტორიულ ტრადიციას თანამედროვე მასშტაბი შესძინა. დღეს კომპანიის ღვინოები მსოფლიოს 15 ქვეყანაში იყიდება სლოგანით — „აღმატებული ხარისხი“.

მსგავსი ღვინოები