Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად

ქინძმარაული 2024

33.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: საფერავი
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 11.5%
ფერი: წითელი

აღწერა

ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო „ქინძმარაული“ (2024), დამზადებული კახეთში საფერავისგან. ხასიათდება მწიფე ალუბლისა და მაყვლის არომატით, ხავერდოვანი გემოთი და დაბალანსებული სიტკბოთი.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 8 ღვინო

მეღვინეობა შუმი

კახეთი

„მეღვინეობა შუმი“ — საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ისტორიული მეღვინეობა კახეთში, სოფელ წინანდალში. კომპანია აწარმოებს ექსკლუზიურ, პრემიუმ კლასის ქვევრისა და კლასიკურ ღვინოებს, ფლობს უნიკალურ ენოტურისტულ კომპლექსს და ვაზისა და ღვინის პირველ კერძო მუზეუმს — „ვაზიონს“.

კომპანია 1997 წელს დაარსდა წინანდლის ისტორიულ მიკროზონაში. სიტყვა „შუმი“ ძველ ქართულად გაუზავებელ, ნამდვილ და საუკეთესო ღვინოს ნიშნავს. მეღვინეობა ფლობს საკუთარ ვენახებს საქართველოს ყველა მთავარ მიკროზონაში და ცნობილია ვაზის გენოფონდის შენარჩუნებით — მუზეუმ „ვაზიონში“ თავმოყრილია 300-ზე მეტი ქართული და 100-ზე მეტი უცხოური ვაზის იშვიათი ჯიში. „შუმის“ ღვინოებს მოპოვებული აქვს ასობით ოქროსა და ვერცხლის მედალი საერთაშორისო კონკურსებზე.