აღწერა
კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში კლასიკური მეთოდით დამზადებული წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო „ქინძმარაული“ (2025). ხასიათდება ბროწეულისფერი შეფერილობითა და საშუალო ინტენსივობის არომატით. გემოზე არის რბილი, დაბალი სიმჟავითა და სასიამოვნო საშუალო დაბოლოებით.
ქინძმარაული იბერიული 2025

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„მეღვინეობა შუმი“ — საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ისტორიული მეღვინეობა კახეთში, სოფელ წინანდალში. კომპანია აწარმოებს ექსკლუზიურ, პრემიუმ კლასის ქვევრისა და კლასიკურ ღვინოებს, ფლობს უნიკალურ ენოტურისტულ კომპლექსს და ვაზისა და ღვინის პირველ კერძო მუზეუმს — „ვაზიონს“.
კომპანია 1997 წელს დაარსდა წინანდლის ისტორიულ მიკროზონაში. სიტყვა „შუმი“ ძველ ქართულად გაუზავებელ, ნამდვილ და საუკეთესო ღვინოს ნიშნავს. მეღვინეობა ფლობს საკუთარ ვენახებს საქართველოს ყველა მთავარ მიკროზონაში და ცნობილია ვაზის გენოფონდის შენარჩუნებით — მუზეუმ „ვაზიონში“ თავმოყრილია 300-ზე მეტი ქართული და 100-ზე მეტი უცხოური ვაზის იშვიათი ჯიში. „შუმის“ ღვინოებს მოპოვებული აქვს ასობით ოქროსა და ვერცხლის მედალი საერთაშორისო კონკურსებზე.