Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინო / ილერკო საფერავი 2020

ილერკო საფერავი 2020

120.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: ქართლი
ყურძნის ჯიში: საფერავი
დაყენების მეთოდი: კლასიკური / მუხის კასრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13.5%
ფერი: წითელი

აღწერა

კახეთში, ნადარბაზევის ვენახებიდან მუხის კასრებში დაძველებული წითელი მშრალი ღვინო „საფერავი“ (2020). ხასიათდება ბროწეულისფერი შეფერილობით, ჟოლოს, შავი მოცხარის, ქლიავისა და სანელებლების არომატით, ცინცხალი მჟავიანობითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 8 ღვინო

მეღვინეობა შუმი

კახეთი

„მეღვინეობა შუმი“ — საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ისტორიული მეღვინეობა კახეთში, სოფელ წინანდალში. კომპანია აწარმოებს ექსკლუზიურ, პრემიუმ კლასის ქვევრისა და კლასიკურ ღვინოებს, ფლობს უნიკალურ ენოტურისტულ კომპლექსს და ვაზისა და ღვინის პირველ კერძო მუზეუმს — „ვაზიონს“.

კომპანია 1997 წელს დაარსდა წინანდლის ისტორიულ მიკროზონაში. სიტყვა „შუმი“ ძველ ქართულად გაუზავებელ, ნამდვილ და საუკეთესო ღვინოს ნიშნავს. მეღვინეობა ფლობს საკუთარ ვენახებს საქართველოს ყველა მთავარ მიკროზონაში და ცნობილია ვაზის გენოფონდის შენარჩუნებით — მუზეუმ „ვაზიონში“ თავმოყრილია 300-ზე მეტი ქართული და 100-ზე მეტი უცხოური ვაზის იშვიათი ჯიში. „შუმის“ ღვინოებს მოპოვებული აქვს ასობით ოქროსა და ვერცხლის მედალი საერთაშორისო კონკურსებზე.