ცოლიკოური ადგილობრივი სტანდარტული ვაზის ჯიშია. იგი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში და იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ სადესერტო ღვინოს.
ვრცლად- 24 ღვინო კოლექციაში
ცოლიკოური
ღვინოების ნახვაცოლიკოური ადგილობრივი სტანდარტული ვაზის ჯიშია. იგი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში და იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ სადესერტო ღვინოს.
გავრცელება გავრცელების არეალისა და ვენახების ფართობის სიდიდის მიხედვით ცოლიკოურს რქაწითელის შემდეგ პირველი ადგილი უჭირავს საქართველოში.
ღვინის ტიპები ცოლიკოურიდან სამი ტიპის ღვინო მზადდება: ბუნებრივად ნახევრადტკბილი, იმერული და ევროპული.
ევროპული ტიპი ევროპულ წესით დამზადებული ცოლიკოურის ღვინო გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერისაა, ხასიათდება შინაარსით, შემადგენელ ნაწილების ჰარმონიული შეზავებით, თავისებური ჯიშური არომატით ახალგაზრდობაში და ნაზი ბუკეტით სიძველეში.
იმერული ტიპის ღვინო ლამაზი ყვითელი ფერისაა, იგი სრული, სხეულიანი, საკმაო ჰარმონიული და ხალისიანია. ჯიშური არომატი კარგად არის გამოსახული.
ტვიში განსაკუთრებით აღსანიშნავია ცოლიკოურის ბუნებრივ ნახევრადტკბილი ღვინო „ტვიში“ დამზადებული ცაგერის რაიონის სოფ. ტვიშის მიკრორაიონში. ამ ღვინოს ახასიათებს ნაზი გემო, ხილის არომატი, სიტკბო და ბუნებრივი ცქრიალი.
შაქარი და მჟავიანობა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ცოლიკოური მაღალშაქრიანობასთან ერთად, სუფრის ღვინისათვის საკმაო რაოდენობით ინარჩუნებს სიმჟავეს, რაც იძლევა მაღალალკოჰოლიანი, სრული, ენერგიული, საკმაოდ ხალისიანი ღვინის მიღების საშუალებას.
დაძველება ცოლიკოურის ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება სიძველეში, მისი ახალგაზრდობის ოდნავი სიუხეშე დაძველებისას სინაზე-სიფაქიზით იცვლება და ღვინო ჰარმონიული და მეტად სასიამოვნო ხდება. განსაკუთრებით კარგია ცოლიკოურის ღვინო 5-7 წლისა, ხოლო კიდევ უფრო უკეთესია იგი 15-20 წლის ასაკში.
კუპაჟი ციცქა მატებს ღვინოს სინაზეს, ცოლიკოური ფერს, სხეულს და ენერგიას. უფრო უკეთესი გამოდის ცოლიკოურის და კრახუნას ნარევი. კრახუნა ცოლიკოურს ალამაზებს, მატებს მას სისრულეს, ხავერდოვნებას, აძლიერებს ღვინის არომატს და აუმჯობესებს გემოს.
ცქრიალა ღვინო ზოგიერთ რაიონში (ზემო იმერეთი) ცოლიკოური კარგ მასალას იძლევა შამპანურისათვის.